სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 25 თებერვლის 11:00 საათიდან 26 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რაიონებს
ზემო ვაკეს, ჩოლოყაშვილის გამზირს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს; ზემო ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს; კრწანისის რაიონში - გორგასლის ქუჩის ნაწილს, ჟ. კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, თუმანიანის, აბესაძის, ახოსპირელისა და მათ მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ასევე, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს 26 თებერვლის დილის 06:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოსაძიებლად, შეუძლიათ მიმართონ კომპანიის ოფიციალურ ფეიბუქის გვერდს - Georgian Water and Power - GWP LTD, Official, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის მუდმივად განახლებად ვებგვერდზე - www.georgianwater.com - "მთავარი გვერდიდან" "გადაუდებელი სამუშაოების" ჩანართზე გადასვლით.
მასალის გამოყენების პირობები






