The Shin & მარიკო სიმღერით THREE MINUTES TO EARTH საქართველოს 2014 წლის ევროფესტივალზე წარადგენენ.
საკონკურსო სიმღერის ავტორი ზაზა მიმინოშვილია, ტექსტი კი Eugen Eliu-ს ეკუთვნის. სიმღერის არანჟირებაზე ჯგუფ The Shin -ის წევრები მუშაობენ.
ჯგუფი The Shin შტუტგარტიდან თბილისში 28 თებერვალს ჩამოვა. The Shin & მარიკო რეჟისორ ბასა ფოცხიშვილთან ერთად, ვიდეორგოლის გადაღებასა და სცენოგრაფიაზე იმუშავებენ.
მაყურებელი სპეციალურად ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას უახლოეს პერიოდში შეაფასებს.
THREE MINUTES TO EARTH-ის პრემიერა პირველ არხზე გაიმართება.
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 37 ქვეყანა მონაწილეობს.
The Shin & მარიკო სიმღერას THREE MINUTES TO EARTH ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






