დავით ნარმანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
საზოგადოება - 15:07, 22 Feb, 2014     1895

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე, დავით ნარმანია, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები აბისის, ბრეძას, ავლევისა და ხურვალეთის მცხოვრებლებთან შედგა.

მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებოდნენ პროგრამებით, რომელთა განხორციელებასაც ხელისუფლება საქართველოს სოფლებში აპირებს, აგრარული, სოციალური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. სოფელ ბრეძაში მინისტრმა დაათვალიერა ახალი ამბულატორიისთვის დასამონტაჟებლად მომზადებული ტერიტორიაც, სადაც, მოკლე ხანში, სამედიცინო დაწესებულება, 81 ახალი ამბულატორიის პროგრამის ფარგლებში განთავსდება.

„დღეს ჩვენ ვეცნობით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, ვხვდებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ საჭიროებები, მათ დაასახელონ ის, რაც დღემდე აწუხებთ და რაც მოსაგვარებელია, 2013 წელს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განვახორციელეთ ამ რეგიონში, გარკვეული გეგმები გვაქვს 2014 წლისთვისაც და, გვინდა, არსებული რესურსების პირობებში, პრიორიტეტები მაქსიმალურად სწორად შევარჩიოთ, მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ შესასრულებელი სამუშაოები.“- განაცხადა დავით ნარმანიამ,

„ამ შეხვედრების საფუძველი არის ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, რაც გულისხმობს ხალხთან ახლოს ყოფნას, მათი პრობლემების მოსმენასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას,“ განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა,

სოფელ ხურვალეთში, დავით ნარმანია და ზურაბ რუსიშვილი შეხვდნენ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ. მინისტრი მისიის წარმომადგენლებს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელსაც ადგილობრივები მავთულხლართების გაბმის შემდეგ აწყდებიან.

შეხვედრები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42