დედა პარასკევა - ტაძარში გადასვენებულ წმინდა ნაწილებთან მიახლოება ყველას შეეძლება
საზოგადოება - 11:42, 22 Feb, 2014     5390
მცხეთაში გაბრიელ ბერის საფლავი გაიხსნა და წმინდა ნაწილები გამოჩნდა, ამის შესახებ "ნიუპოსტს" დედა პარასკევამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ჟურნალისტებს აუცილებლად მიეცემათ წმინდა ნაწილების გადაღების საშუალება, როგორც კი წმინდანის ცხედარს სვეტიცხოველში გადაასვენებენ. "როცა წმინდა ნაწილებს ამოასვენებენ და ტაძარში გადაასვენებენ ნებისმიერ ადამიანს მიეცემა საშუალება ახლოს მივიდეს სიწმინდესთან", - განუცხადა "ნიუპოსტს" დედა პარასკევამ.
რაც შეეხება პატრიარქს, როგორც დედა პარასკევამ "ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის მის მობრძანებას ელოდებიან.
ამ წუთებში მცხეთაში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლებიც ოჯახებთან ერთად. მცხეთაში შესასვლელი გზები გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია შსს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.
მამა გაბრიელის ცხედარს 13:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ, სადაც პარაკლისს საქართველოს პატრიარქი გადაიხდის, ხოლო მომლოცველებს ტაძარში წმინდანისთვის პატივის მიგება 14:00 საათიდან შეეძლებათ. წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42