,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ამ წუთებში მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავთან ხალხმრავლობაა. ხალხის ნაკადი მატულობს, ადგილზე მობილიზებულია შს სამინისტრო და თავდაცვის უწყება. საფლავთან იმყოფებიან სასულიერო პირები და მიმდინარეობს მზადება ხვალისთვის საფლავის გასახსნელად.
22 თებერვალს მამა გაბრიელის საფლავს გახსნიან. მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, სს ”საქართველოს რკინიგზა” მოსახლეობას სპეციალურ რეისებს თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით სთვაზობს.
აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა უფასო იქნება. მატარებლები თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით იმოძრავებენ ყოველ ორ საათში ერთხელ, შემდეგი განრიგის შესაბამისად:
22 თებერვალს ქ.თბილისის დიდუბის სადგურიდან რეისები შესრულდება 06:00 სთ-დან 24:00 სთ ჩათვლით, შესაბამისად 22 თებერვალს ქ.მცხეთის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით რეისები შესრულდება 07:00 სთ დან 01:00 სთ ჩათვლით. ხოლო 23 თებერვალს 07:00 სთ-დან 21:00 სთ ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები






