თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკებს" თანამედროვე მრავალსართულიანი კორპუსები ჩაანაცვლებს
საზოგადოება - 15:19, 21 Feb, 2014     2565
თბილისში ე.წ. "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინების ნაცვლად თანამედროვე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება.
შესაბამისი პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და საერთაშორისო სავაჭრო-საინვესტიციო ჰოლდინგის ხელმძღვანელის, სალემჰუმეიდალშამსის შეხვედრაზე იქნა განხილული.
შეხვედრაზე მხარეებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციის შესახებ პროექტებიც განიხილეს. შეთანხმებას, რომელიც თბილისისთვის მილიარდ ასი მილიონი ლარის ინვესტიციის გაცემას მოიცავს, ხელი ზაფხულისთვის მოეწერება.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მხარეებს შორის სტრატეგიული შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი რჩება გადასაწყვეტი. მისივე თქმით. ახალი პროექტების განხორციელება უკვე ზაფხულიდან დაიწყება.
„ვფიქრობ, რომ ეს თბილისელებისთვის ძალზედ სასიამოვნო ინფორმაციაა. თითოეული პროექტი, იქნება ეს ძველი თბილისის რეაბილიტაცია თუ ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინების დემონტაჟი და მათ ადგილას უფრო მიმზიდველი და კომფორტული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, შეცვლის ჩვენი ქალაქის იერსახეს. ბევრად უფრო გალამაზდება და გამშვენიერდება ჩვენი ქალაქი და მოსახლეობას ექნება უფრო მეტი კომფორტი თბილისში ცხოვრებისთვის“, - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.
ახალი პროექტი ძველითბილისისიერ-სახისშენარჩუნებისთვის მუშაობის დაწყებასაც მოიცავს. „ძველი თბილისი - ეს არის ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი გარემო და ადგილი. არ შეიძლება მისი იერსახის შეცვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავარემონტოთ, გავამაგროთ აქ მდებარე შენობები. იერსახე გავალამაზოთ და გარეგნულად მიმზდიველი გავხადოთ“ , - განმარტავს ირაკლი შიხიაშვილი.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მოსახელობას დასაქმების საშუალებას მისცეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42