როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამგებლის გაღიზიანება, ჟურნალისტის მხრიდან, არასასურველ შეკითხვას მოჰყვა, რის შემდეგაც მან მეგრელიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და გინებით მიმართა.
ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ, დაადასტურა „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბოდიში მოიხადა გამოცემისა და საზოგადოების წინაშე.
„ ბოდიშის მოხდის ფაქტი, მორალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. თუმცა, საჯარო მოხელეს არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ, საჯარო მოხელისგან მსგავსი ქმედება, უნდა აღიქმებოდეს კანონის დარღვევად “საჯარო სამსახურის შესახებ” და საჭიროებს ჯეროვან რეაგირებას, ზემდგომი ინსტანციების მხრიდან, რაც მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატოს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს, ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და სხვა საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, რათა მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მნიშვნელოვანად მიიჩნევს მოხდეს ადეკვატური რეაგირება მსგავს ცალკეულ შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






