ნოდარ ხადური: საქართველოს ეკონომიკა 8 %-ით გაიზრდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:30, 20 Feb, 2014     2450

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8 %-ით გაიზრდა.

მინისტრის ინფორმაციით, იანვარში დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 16 %-ით გაიზარდა.

„მინდა მოგახსენოთ, იანვრის თვის ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც არის წინასწარი, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ჩვენ 17 თებერვალს მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 %-ით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, იანვარში ზრდა, წინა წლის იანვართან შედარებით იქნება 8%-ი. ზრდა ძირითადად გამოწვეულია, რამდენიმე დარგში სერიოზული აქტიურობით, ესაა სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული ეკონომიკური აქტიურობა. 43 %-ითაა გაზრდილი მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ტრანსპორტი და სატრანსპორტო მაჩვენებლები. ასე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოზები, მინიმუმ კონსერვატიულია რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


როგორც ნოდარ ხადური ამბობს, 2004 წელს საქართველო მშპ-ს დონით მსოფლიოში 116-ე ქვეყანა იყო , ხოლო 2012 წელს კი 115-ე ქვეყანა გახდა.

მინისტრის განმარტებით, ახალი მთავრობის პირობებში ეკონომიკური ზრდა იქნება ინკლუზიური და მის შედეგებს თითოეული მოქალაქე იგრძნობს.

„ჩვენი პროგრამის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ამ ზრდის შედეგები და არა ისე როგორც ადრე გვქონდა. თუ 2004 წელს საქართველო მშპ-ს დონით მსოფლიოში 116-ე ქვეყანა იყო 2012 წელს კი გახდა 115-ე ქვეყანა. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადგილით წაიწია წინ, მაშინ როდესაც ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა და მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, რომლებთაც არც რესურსი აქვთ და არც ჰაბია და არც ასეთი „რეფორმები" ჩატარებულა, საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეს. ასე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგი ყველამ მიიღოს",- აღნიშნა ხადურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42