ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებით მათ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსია მას შემდეგ შეუჩერა, რაც ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან ფულადი წახალისება მიიღეს. ნაძალადევის გამგებელი ვახტან ბალავაძე პენსიონერებს შეხვდა და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. პენსიონერები გამგეობიდან მიიღებენ სპეციალურ ცნობებს სადაც აღნიშნული იქნება, რომ ისინი არ არიან გამგეობის თანამშრომლები და ჩარიცხული თანხა არის წახალისება და არა ხელფასი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეობა არ არის სამსახური. ეს ადამიანები ზრუნავენ საკუთარი და მეზობლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. წახალისებას კანონი არ კრძალავს. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს ნუ უზღუდავენ პენსიონერებს კუთვნილი, ისედაც მცირე პენსიის მიღებას.“ - აღნიშნა ვახტანგ ბალავაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






