ფინანსთა სამინისტრო გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებით საგადასახადო დავების განხილვას რეგიონებშიც იწყებს,- აღნიშნულ ინფორმაცის ფინანსთა სამინისტრო ავცელებს,
„გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებით და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვლიდან საგადასახადო დავების განხლვის საბჭოს გასვლით სხდომებს რეგიონებშიც გამართავს.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შემოტანილი საჩივრების განსახილველად აღარ დასჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა, რაც მათ დანახარჯების შემცირებისა და დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს“,-ნათქვამია სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც, დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა.
პირველი გასვლითი სხდომა 20 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში გაიმართება და სხდომაზე იმერეთის რეგიონიდან გადასახადის გადამხდელთა 25 საჩივარი განიხილება.
დავების საბჭოს სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უხელმძღვანელებს.
ყოველ მომდევნო გასვლით სხდომას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგიონიდან შემოსული საჩივრების რაოდენობის მიხედვით გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები






