პარტია "ევროპელი დემოკრატები" უკრაინის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს:
ჩვენ, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, და რამაც ადამიანთა დაღუპვა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ჩვენ „ევროპელი დემოკრატები“ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა. ვიზიარებთ ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებების სულისკვეთებას და მიგვაჩნია, ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში რომლებიც იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.
მასალის გამოყენების პირობები






