ციხეებს 800 გადამზადებული სამედიცინო პერსონალი და სოციალური მუშაკი მოემსახურება
საზოგადოება - 12:54, 19 Feb, 2014     2167

19 თებერვალს, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის 800 სამედიცინო და სოციალური მუშაკისთვის ტრენინგები ჩატარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანსაღი გარმოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

ტრენინგების მონაწილეები ჯანდაცვის ხელშეწყობის, კრიტიკული სიტუაციების მართვის, თვითმკვლელობების, თვითდაზიანების, ადამიანის იმუნო დეფიციტის და სხვა ვირუსების პრევენციის შესახებ ახალ მიდგომებს გაეცნენ. ხუთდღიან, ინტერაქტიულ ტრენინგეზე ყურადღება პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე, საერთაშორისო სტანდარტებსა თუ სამართლებრივ დოკუმენტებზე გამახვილდება. ტრენინგი მიზნად საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული და მსჯავრდებული 10 000-მდე პირისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

ტრენინგის პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ამავე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და პირველ ეტაპზე 160 სამედიცინო და 160 სოციალური მუშაკის გადამზადებას ითვალისწინებს.

ტრენინგები 2014 წლის 19 თებერვალს დაიწყო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42