ოთხშაბათს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე გურიის სამხარეო ადმინიატრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გურიის გუბერნატორ გიორგი ჩხაიძესთან და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს. საუბარი შეეხება საავტომობილო გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურიის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები.
მასალის გამოყენების პირობები






