აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების გახსნა გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:17, 18 Feb, 2014     1455

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში შპს „საბუდარას“ მიერ ახალი ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს გახსნას დაესწრნენ. საწარმოს დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგრკრედიტის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„ჩვენი ამოცანაა სოფლის მეურნეობის დარგში ჩართულ მეწარმეებს მეტი სტიმული მივცეთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემური ღონისძიებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ პროექტით ჩვენ შევძელით გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფინანსური რესურსი.აღნიშნულიპროექტის დახმარებით დღეს, სოფელ კრწანისში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, როგორც საწარმოების გაფართოებასა და გაძლიერებაზე, ასევე ახალი საწარმოების მშენებლობაზე გაცემულია 400-ზე მეტი სესხი. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 63 ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დახმარებით, შპს ,,საბუდარამ’’ 535000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო.აღებული კრედიტით კომპანიამ სოფელ კრწანისში ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაასრულა და ახალი მიმართულებით საქმიანობა – მარცვლეულის გადამუშვება დაიწყო. კომპლექსური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შპს ,,საბუდარას“ საშუალება მიეცა გადამუშავებული მარცვლეულით საკუთარი წარმოების გარდა, 200-მდე მეწარმე მოამარაგოს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ დახმარებით,გადაიხურა შენობა-ნაგებობები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი დანადგარები.საწარმო აღიჭურვა სამი საჩეკი და ერთი ინკუბატორის კარადით, სადაც 77 ათასი კვერცხი იჩეკება. კომპანიის მიერ წარმოებულმა საჩეკმა კვერცხმა იმპორტი ჩაანაცვლადა საწარმომ უკვე ექსპორტზეც მუშაობაც დაიწყო. სომხეთში უკვე გაგზავნილია საცდელი პარტია და მალე, ექპორტი რეგულარულად განხორციელდება. შპს „საბუდარაში“ ამჟამად 60-მდე ადგილობრივიადასაქმებული.

შეღვათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის განხორციელება 2013 წლის 27 მარტიდან დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს. 2014 წლის 17 თებერვლის მონაცემებით გაცემულია264,167,099 ლარის კრედიტი. I კომპონენტის ფარგლებში -2,685 ბენეფიციარზე გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. II კომპონენტში - 6,827 ბენეფიციარმა მიიღო 131,172,023 ლარის ოდენობის კრედიტი, III კომპონენტში -409 ბენეფიციარზე გაიცა 47,600,283 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. პროექტის ფარგლებში დაფინასებულია მესაქონლეობის, მეღვინეობისა და მეფრინველეობის მიმართულებები, ასევე პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები და სასათბურე მეურნეობები. რძის და თხილისგადამამუშავებელისაწარმოები. 43 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე რთველი 2013 - ის მიმდინარეობისას გაიცა 49085349 ლარი, ხოლო ციტრუსის სეზონზე, ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ, ჯამშიისარგებლა 450000 ლარის კრედიტით.

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 409 საწარმოდან (III კომპონენტი), 63 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო დანარჩენის გადაიარაღება, გაფართოვება და წარმოების გაზრდის ხელშეწყობა განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42