უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 40 წლის ზაზა რაზმაძის დაკრძალვის ხარჯებს გორის და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობები დაფარავენ.
აღნიშნულის შესახებ „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის ნათესავებმა აცნობეს. ზაზა რაზმაძე 16 თებერვალს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ზაზა რაზმაძე 2008 წლის აგვისტომს ომში დაღუპული ზვიად რაზმაძის ძმაა. აგვისტოს ომის ფოტომ რომელზეც ძმები რაზმაძეები არიან აღბეჭდილი, მთელი მსოფლიო მოიარა. რაზმაძეებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ისინი იმედოვნებენ რომ ხელისუფლება მათ გარკვეული სახის დახმარებას კვლავაც გაუწევს. „აფხაზეთის ომში ნაომარი ბიჭია, დიდი უბდურება გამოიარა კოდორის ხეობაზეა გადმოვლილი, იტყოდა ხოლმე იმან გამაგიჟაო, მერე ძმის დაღუპვის ამბავი და ეხლა ეს უბედურება დაემართა, უკიდურესად უჭირთ იმედია მთავრობა დაეხმარება“- აცხადებს რაზმაძეების მეზობელი ჯიმშერ ბერუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






