"თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოს, ნაძალადევისა და სამგორის რამდენიმე ქუჩაზე გავრცელდება.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან მოთხოვნამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, ბროლოსანის, ჩიქოვანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ ხოლო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, სართანიას, კამალოვის, ზედაუბნის, კოდალოს, კალიუჟინის, ლოტკინის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ორხევის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხებათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






