დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის მოთხოვნებს გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:26, 17 Feb, 2014     2838

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამეგრელოს რეგიონში ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მინისტრი დავით ნარმანია ქალაქ ჯვარის წარმომადგენლებს შეხვდა და ის დეტალები და გარემოებები მოისმინა, რომლის გამოც ჯვარისა და მისი მიმდებარე თემების მოსახლეობა ცალკე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. საუბარია ქალაქ ჯვარის, ლიის, ჭალეს, ფახულანის, მუჟავას, ჩქვალერისა და ეწერის თემების ერთი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული მოთხოვნით ჯვარელებმა 12 ათასამდე ხელმომწერა შეაგროვეს და საქართველოს ხელისუფლებას უკვე წარუდგინეს.

როგორც ქალაქ ჯვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება განაპირობა როგორც გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ისე ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა წყობამ, სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ, მოსახლეობის შემადგენლობამ და სხვა. გარდა ამისა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მოსახლეობის ინტერესთა სხვაობა გამოიკვეთა ყოფით, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას გულისხმიერებით მოეკიდა ბატონი მინისტრი. წარმოდგენილი არგუმენტაცია ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე, გვაძლევს ყველა საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობისათვის იქნება სწორად აღქმული და განაპირობებს მის შემდგომ მიღებას“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ჯვარელების მოთხოვნას სახელმწიფო კომისია მას შემდეგ განიხილავს, როგორც კი თვითმმართველობის ახალ კოდექსს საქართველოს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დოკუმენტი ძალაში შევა. თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42