საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:23, 17 Feb, 2014     1793

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები დღეიდან დაიწყო. ხვნის პროცესი ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში ერთდროულად მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია–გეურარხიშიადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში დაწყებულ ხვნის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

სოფელ დამია–გეურარხიში ხვნის ბარათი 245 ფერმერმა მიიღო, ხოლო აგრო ბარათი კი - 403 ბენეფიციარმა.სოფელში 220ჰექტარ მიწის ფართობსშპს “ მექანიზატორის“ 8 ტრაქტორი დაამუშავებს.

„ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკას სისტემურად ახორციელებს. ხედვა და მიდგომები არის კომლექსური და რეალურ შედეგზე ორიენტირებული.სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეორე წელიაარაერთუპრეცედენტო პროექტს ახორციელებს. ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ ქვემო ქართლის რეგიონში წელს დახმარებას 139412 ფერმერი მიიღებს. სიების დაზუსტების შედეგად, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტში ჩაერთვნენ ის ბენეფიციარები, რომლებმაც სარგებელი გასულ წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღეს.წელს, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს“, -აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყო ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღებენ აგრო ბარათს, რომელზეც 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა იქნება დარიცხული ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები მიიღებენ, როგორც აგრო ბარათს, ასევე სასოფლო–სამეურნეო ბარათს ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.

პლასტიკური ბარათების დარიგება ლიბერთი ბანკის ფილიალებში იმ რეგიონებში დაიწყო, სადაც სასოფლო–სამეურნეო ხვნის ბარათები ფერმერებს უკვე გადაეცათ.

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42