მესტიის მუნიციპალიტეტში სამი ჰიდროელექტროსადგური აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:18, 17 Feb, 2014     2754

ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ჰიდროლეას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

17 თებერვალს 12 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველი პარტნიორი რადოსლავ დუდოლენსკი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით ხელშეკრულებას გააფორმებენ.

ხელშეკრულებით კომპანია ვალდებულებას იღებს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - კასლეთი და დარჩი-ორმელეთი სამი ჰიდროელექტროსადგური ააშენოს.

კერძოდ, „კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 45,8 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2017 წლის დეკემბერში შევა.

„კასლეთი ჰესი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 46,4 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.

„დარჩი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 16,9 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 93,6 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბერში შევა.

კომპანიამ სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა.

პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მიერ ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება.

დღეისათვის, კომპანია „ჰიდროლეა“ ახმეტის რაიონში 9,2 მგვტ სიმძლავრის „ახმეტაჰესის“ მშენებლობას ახორციელებს. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ჰესის მშენებლობა 2013 წლის ივლისის თვეში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე თვის ბოლოს გაუშვებს.

გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს „ფშაველაჰესისა“ (1,9 მგვტ) და „დებედაჰესის“ (2,5 მგვტ) მშენებლობისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.

კომპანია „ჰიდროლეას“ მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42