გიორგი ამაშუკელმა და დავით შავლიაშვილმა დიდ ბრიტანეთში შეხვედრები გამართეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:45, 15 Feb, 2014     1419
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დავით შავლიაშვილმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, გრაჰამ დალტონთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ სატრანსპორტო სისტემას, საგზაო ინფრასტრუქტურასა და ავტომაგისტრალებზე არსებულ მდგომარეობას. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ამ კუთხით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმ ნოვაციებზე, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში წარმატებით იყენებენ. ყურადღება გამახვილდა ტენდერებზე, სახელშეკრულებო პირობებზე კონტრაქტორებთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის, მოხდა გაცნობა გზების მართვის იმ ახალი ელექტრონული სისტემისა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკვე დაინერგა და წარმატებით მუშაობს. ასევე, ქართულ მხარეს გადაეცა სხვადასხვა სტატისტიკა, სტანდარტები, მიდგომები და დოკუმენტები, რომელიც აქტიურად იქნება გამოყენებული საქართველოში ინსტიტუციონალური განვითარებისათვის.

მხარეებმა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დალტონმა ქართველი კოლეგები ვიზიტით კიდევ ერთხელ მიიწვია ბრიტანეთში და აღნიშნა, რომ მომავალი ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს კიდევ უფრო დეტალურად გააცნობს სამუშაო პროცესებს, დაათვალიერებინებს ავტომაგისტრალებს და გაუზიარებს იმ ყველა გამოცდილებას, რომელიც მის ქვეყანას აღნიშნულ სფეროში გააჩნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42