ქარტიის საბჭო - "რეაქციაში" მოზარდი არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული
საზოგადოება - 16:39, 15 Feb, 2014     3045

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასულ გადაცემა "რეაქციასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ქარტიაში მიიჩნევენ, გადაცემაში დაირღვა ლეიკემიით დაავადებული მოზარდის უფლებები.

"37ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება, გუშინ, 14 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედის” თოქ-შოუ “რეაქციაში” გასულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელშიც ლეიკემიის მქონე მოზარდი მონაწილეობდა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი და მისი ჯამრთელობის რთული მდგომარეობა გადაცემაში გამოყენებული იყო არაკეთილსინდისიერად.

მაუწყებლთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს არასწულწლოვანთა დაცვას, კერძოდ:

1. არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.

2. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.

ამავე დროს, ტელეკომპანია “იმედის” დეკლარირებული აქვს საკუთარი ერთგულება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ, რომლის მე-8 მუხლი სწორედ ბავშვთა და არასრუწლოვანთა ინტერესების დაცვაზე მიუთითებს.

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს:

მიუხედავად იმისა, რომ თავად მოზარდი გადაცემაში ძალდატანების გარეშე საუბრობდა და სტუდიაში იმყოფებოდა მისი მშობელიც, გადაცემის ეს კონკრეტული ეპიზოდი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანმა ხელი შეუწყო მოზარდის პოლიტიკური დებატების წასაქეზებელ ინსტრუმენტად გამოყენებას.

გადაცემაში არ ყოფილა საუბარი ლეიკემიისა და ლეიკემიის მქონე ბავშვების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების შესახებ. ლეიკემიის მქონე მოზარდის მონაწილეობა გადაცემაში დაკავშირებული აღმოჩნდა არა მისი და სხვა მსგავსი ჯანმრთელობის მქონე ბავშვების საკითხთან, არამედ მოზარდი გამოყვანილი იყო მსხვერპლად და პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ ობიექტად.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვის ინტერესებს და მათთან დაკავშირებულ თემებს. ნუ გამოიყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი პროგრამებისთვის დამატებითი ემოციური ფონის შესაძენად", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42