ბელგიაში 25 წლის ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ბელგიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ის დევნილთა ბანაკიდან გადაიყვანეს.
ბანაკში ახალგაზრდა მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, ხოლო საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ კი ფეხსაცმლის თასმებით თავი ჩამოიხრჩო.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ექიმები და ადგილობრივი პოლიცია კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, გადმოსვენების ხარჯები კი ოჯახმა უნდა დაფაროს.
საქართველოს კონსული ბელგიის სამეფოში სუიციდს თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმას უკავშირებს.
"როგორც ჩანს მას უარი ეთქვა თავშესაფრის მიღებაზე, მას არ უნდოდა დაბრუნება საქართველოში და შესაძლოა სწორედ ამიტომ ჰქონდა რამდენჯერმე სუიციდის მცდელობა. ოთხშაბათს სავარაუდოდ მოხდება მისი გადმოსვენება", - აცხადებს საქართველოს კონსული ბელგიის სამეფოში რუსუდან დიდებულიძე.
მასალის გამოყენების პირობები






