სხვადასხვა სოფლის ქუჩებს სახელწოდებები მიენიჭა
საზოგადოება - 15:08, 15 Feb, 2014     2537

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილეს საქართველოს თვითმმართველი ერთეულების მიერ წარმოდგენილი წინადადებები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელწოდების ნორმალიზაციისა და დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში ზღვის პირას ცენტრალური ტრასიდან 50 მ-ში მდებარე უსახელო ქუჩის მონაკვეთს ირაკლი შაფაქიძის ქუჩა ეწოდა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სამთო ქიმიის ქუჩას კი - თორნიკე ხვედელიძის ქუჩა. ხაშურის მუნიციპალიტეტში ქვიშხეთის ქუჩას სახელწოდება არ შეეცვლება, თუმცა, ნუგზარ ლომინაძის ქუჩა სხვა უსახელო ქუჩას ეწოდება. ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის ტერიტორიული ორგანოს სოფელ გულსუნდში N1 ქუჩას შოთა რუსთაველის ქუჩა ეწოდება, N2-ს კი - ვარძიის ქუჩა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემის ქუჩებს (N1-18), კომისიის გადაწყვეტილებით, ეწოდება: ზვიად გამსახურდიას, მიხეილ ნადარაიას, გიორგი ჭყონდიდელის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, იაკობ გოგებაშვილის, ჟიული შარტავას, ნიკო ფიროსმანის, დავით გურამიშვილის, წმინდა ნინოს, ნოდარ დუმბაძის, აკაკი წერეთლის, მშვიდობის, ალექსანდრე ყაზბეგის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და ეგნატე ნინოშვილის ქუჩები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ჯარისკაცის - გიორგი ანწუხელიძის ქუჩის სახელს ატარებს ახმეტის ცენტრალური ქუჩა და ქვემო ალვანში მდებარე კულტურის სახლი.

თვითმმართველ ერთეულებს წარმოდგენილი სხვა წინადადებების ერთი ნაწილის დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო კომისიის მხრიდან უარი ეთქვა, ხოლო რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით, უახლოეს სხდომამდე გადაიდო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42