სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გადამზადების კურსს გაივლიან
საზოგადოება - 13:12, 15 Feb, 2014     1505

USAID-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ,,ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლიერების“ (SEAS)-ის პროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებას და მათთვის სოფლის მეურნეობაში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას.სასწავლო პროგრამის საშუალებით მონაწილეები გაეცნობიან სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩატარებულ სწავლებაში არსებულ თანამედროვე მეთოდებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის თებერვალ - მარტში გადამზადდება სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ორასამდე თანამშრომელი.

დღეს, საქართველოშიUSAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ილია კვიტაიშვილმა სერტიფიკატები გადასცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 26 თანამშრომელს. მათ უკვე გაიარეს SEAS პროექტის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის კურსი.

2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა და სპეციალისტებით დააკომპლექტა რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. USAID და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეთანხმებით დაიგეგმა SEAS პროგრამის განხორციელებაც, რაც დაეხმარებოდა საკონსულტაციო-საინფორმაციო ქსელის განვითარებას. SEAS პროექტი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

1) დაეხმაროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სისტემის მართვის სტრუქტურის და პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში

2) გააუმჯობესოს რაიონში დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ცოდნა.

პროექტს უძღვება ილინოისის უნივერსიტეტი, რომლის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებითაც განხორციელდება ეს ორ წლიანი პროექტი.

SEAS პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის წარმოების პრაქტიკების გაუმჯობესება, პროდუქტულობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. SEAS-ის და სხვა პროექტების საშუალებით აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობის გაუმჯობესებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42