დაშავებული სამხედროები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ
საზოგადოება - 12:41, 15 Feb, 2014     2562

დღეს, დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილმა ექვსმა ჯარისკაცმა პროთეზირების პროგრამა აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში უკვე გაიარა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროებს გამთენიისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. „თავდაცვის სამინისტრო ასრულებს დაპირებს და ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს უკვე აქვთ ულტრა-თანამედროვე პროთეზები. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით. 23 თებერვალს მეორე ჯგუფი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა ჩვენს ქვეყანას შეწირეს, ახალა უკვე ჩვენ, სახელმწიფომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევუმსუბუქოთ მათ ცხოვრება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები

გააგრძელებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურს და გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კოლეგებს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა. დაშავებულ სამხედროებს მექანიკური კიდურები ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვალეს. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს. პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ 19 ჯარისკაცი

გაემგზავრება. პროთეზირების კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურე აშშ-ში 27 დეკემბერს გაემგზავრა. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. ამ ეტაპზე, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება. პროთეზირების პროგრამის გასავლელად, დაშავებული ჯარისკაცების მეორე ნაკადი აშშ-ში უახლოეს მომავალში გაემგზავრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42