„პანიკის საფუძველი, რომ საქართველოში ე.წ. „ღორის გრიპის“ ვირუსი დომინირებს არ არსებობს,“ - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სამტრედიაში სათნოების სახლის ხუთი ბინადარის დაღუპვის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
გამყრელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ე.წ „ა“ ტიპის ვირუსი დომინირებს, რომელიც H3N2-ით არის ცნობილი.
სწორედ ამ უკანასკნელის გამო დავისურდა ხუთი მობინადრე სამტრედიის სათნოების სახლში.
„გუშინ დასრულდა ერთი ანალიზის პასუხი, სადაც დაფიქსირდა H3N2 ვირუსი. ნახევარი საათის წინ კიდევ ათი ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი. აქედან ხუთ შემთხვევაში ფიქსირდება H3N2, ორ შემთვევაში ბ-ტიპის ვირუსი და სამ შემთხვევაში უარყოფილია ვირუსული კვლევა. პანიკის საფუძველი, რომ ქვეყანაში ე.წ. „ღორის გრიპის“ ვირუსი დომინირებს არ არსებობს. საქართველოში დომინირებს სხვა ტიპის ვირუსი, ეს არის „ა“ ტიპის ვირუსი, რომელიც H3N2ით არის ცნობილი“ - განაცხადა გამყრელიძემ.
სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის ხუთი ბინადარი მძიმე ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, 5 ბენეფიციარი კი მაღალი სიცხეებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
დაწესებულებაში აცხადებდნენ, რომ მოხუცებს მაღალი სიცხეები და რესპირატორული ვირუსი აღენიშნებოდათ. გარდაცვლილ ბინადრებს უკვე ჩაუტარდათ ექსპერტიზა. წინასწარი ინფორმაციით, მათ მეოთხე ჯგუფის ვირუსი დაუდგინდათ, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის სახელითაა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






