უცხოელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე კი იგი მიუსაფარ პირთათვის გაშლილ კარავშია შესახლებული.
მისი მდგომარეობით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი თავისუფლება“ დაინტერესდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს, გორში გაშლილ კარვებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ და პორტუგალიელ პედრო მატესაც გაესაუბრნენ. ორგანიზაციის თავმდჯომარე გიორგი ჭულუხიძე თვლის, რომ ამ ადამიანს ხელისუფლებისგან განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება სჭირდება. გიორგი ჭულუხიძის განცხადებით, საჭიროა ხელისუფლებამ მისთვის საჭირო საბუთების მომზადება, შემდგომ კი მისი სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი გია შენგელია აცხადებს, რომ აღნიშნული რამ გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია. შენგელიას ინფორმაციით, პედრო მატე საქართველოში თურქეთის მხრიდან გადმოვიდა, მის საქმეს კი მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური იკვლევს.
გიორგი ახალკაცი „ნიუპოსტი“ გორი
მასალის გამოყენების პირობები






