საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი განათლების სფეროში საგრანტო კონკურს აცხადებს
საზოგადოება - 16:28, 14 Feb, 2014     1201

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან (MPA) არსებული საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) განათლების პოლიტიკის სფეროში საგრანტო კონკურსს აცხადებს. საგრანტო განაცხადი საქართველოს განათლების სფეროს ნებისმიერ აქტუალურ პრობლემას ან საკითხს უნდა განიხილავდეს, წარმოადგენდეს ამ საკითხვის სრულფასოვან კვლევას და ანალიზს და შეიცავდეს პრობლემის გადაჭრის რეალისტურ და კონკრეტულ რეკომენდაციებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აულებელია შესაბამისი აპლიკაციის შევსება და პროფესიულ რეზუმესთან ერთად განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე გადაგზავნა მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრთან (PPRTC) არსებული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების და ქართული საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება, წარმოდგენილი განაცხადებიდან სამ გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს, რომლებსაც მოეთხოვებათ სამი თვის განმავლობაში (2014 წლის 10 მარტიდან - 12 ივნისის ჩათვლით) მითითებული კვლევის წარმოება.

აღნიშნულ საგრანტო კონკურსი ხორციელდება პროექტის „საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის შექმნა“ ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42