დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, 150 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 12:30 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს - N73-დან N91-ის ჩათვლით; მოსკოვის გამზირის ნაწილს - N1-დან სამგორის ქუჩამდე.
მატროსოვის, მეველეს, სამგორის, გუდარეხის, სახალხოს, ციხისძირისა და მიმდებარე ქუჩებს, სამრეწველოს დასახლების ნაწილს.
წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს დღეს ღამის 00:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება სამუშაო რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.
მასალის გამოყენების პირობები






