აფთიაქებში მედიკამენტებზე კონტროლი გამკაცრებულია, თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება
საზოგადოება - 18:59, 13 Feb, 2014     4297

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წევრები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დავით მაჭარაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ავტორიზებულ (ფსიქოტროპულ) აფთიაქებში კვლავ გრძელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ გაცემა.

შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს სწორედ ნარკოტიკული თრობის გამომწვევ მედიკამენტების გაყიდვაზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრება წარმოადგენდა. ორგანიზაციის წევრები, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მუშაობის ეფექტურობით დაინტერესდნენ, კერძოდ თუ რა მდგომარეობაა ავტორიზებული (ფსიქოტროპული) აფთიაქების კონტროლის მხრივ; კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა მინისტრის ბრძანება N 22ნ–ში ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ ექვსი ნივითიერება დაემატა 22 იანვრით გათვალისწინებულ ნუსხას. აღნიშნული ნივთიერებები ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით, არსებული ფარმაცევტული პროდუქციის მეორე ჯგუფიდან გადავიდა პირველ ჯგუფში, რაც გულისხმობს აღნიშნულ მედიკამენტებზე სპეციალური კონტროლის დაწესებას. ახალი რეგულაციით ექვსი საერთაშორისო დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება: ბაკლოფენი (ბაკლოსანი), გაბაპენტინი (გრიმოდინი), დექსტრომეტროფინი (მაგიტუსი), ზობიკლონი (სომნოლი), ზალეპლონი (ანდანტე), ტრიპიკამინი, აფთიაქებში მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაიცემა.

დავით მაჭარაშვილის განცხადებით საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით ყველა ეს აფთიაქი კანონის შესაბამისად დაჯარიმდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აფთიაქების მონიტორინგს სისტემატიურად ანხორციელებს. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაცილებით გაადვილებს იმ მედიკამენტებზე კონტროლს, რომელთა დიდი რაოდენობით, არათერაპიული დოზით მიღების საფუძველზე მიიღწევა ნარკოტიკული თრობა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამინი, კანონი, თავისუფლება“ განაგრძობს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში საქმიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42