სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამომავლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:10, 13 Feb, 2014     2313

13 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ პროექტის ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე, რომლის ფარგლებში მიწის დამუშავება თებერვლის მეორე ნახევრიდანდაიწყება დაშპს „მექანიზატორი“ და 112 კონტრაქტორი კომპანია ხვნის სამუშაოებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან დაიწყებს. შალვა ფიფიას განმარტებით, თვის ბოლომდე პროექტში ჩართული 800 ათასამდე ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს. პარალელურად, „ლიბერთი“ ბანკი პლასტიკური აგრობარათის დარიგებას დაიწყებს იმ რეგიონებიდან, სადაც ფერმერებს ხვნის სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადასცეს.

როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომელიც დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რაიონებში ახალი საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციართა რეგისტრაცია და განაცხადების წარმოდგენა. დღეისათვის რეგისტრაცია გაიარა 100 ზემეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა, მათგან განაცხადი წარმოადგინა 30-მა, მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადების განხილვა.

2014 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირველი კომპონენტის ფარგლებში 2,685 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,478 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება; მე-2 კომპონენტში 5,685 ბენეფიციარზე გაცემულია 111,873,523 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში, 405 ბენეფიციარზე სულ გაიცა 47,370,783 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში 63 ახალი საწარმო აშენდა. მე-5 კომპონენტის ფარგლებში 43 ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოზე 49,085,350 ლარის კრედიტი გაიცა, ხოლო მე-6 კომპონენტის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა ორმა მანდარინის შემსყიდველმა საწარმომ, ჯამში 450,000 ლარის მოცულობით.დღეის მონაცემებით, „შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული სესხების ჯამურმა თანხამ260 000 000 ლარამდე შეადგინა.

შალვა ფიფიამ ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობაზე. გასულ წლებში, მაგისტრალური არხების მხოლოდ 20-25% იყო გაწმენდილი.2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. გაიწმინდა და მოწესრიგდა საირიგაციო არხები. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი წყალსაცავების, თეძამის და არხაშენის წყალსაცავების მოწყობაზე.

როგორც მინისტრმა შეხვედრზა აღნიშნა, 2013 წელს მანდარინის წარმოებამ 100 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 40.6%-ით აღემატება. ხელისუფლებამ ციტრუსის სუბსიდირებისათვის 13 მილიონ 800 ათასი ლარი გამოყო, რაც 7-ჯერ აღემატება 2012 წელს გამოყოფილ თანხას. 2013 წლის მონაცემებით, ქართული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში.2013-14 წლის სეზონზე შეუფერხებლად მუშაობდა, როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი.

შალვა ფიფიამ ახალი უწყების შექმნის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მომზადდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის და დგენილების პროექტი. ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდასა და არსებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებასა და გადაჭრას, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის შეფასების უზრუნველყოფას, საუკეთესო პრაქტიკის, სამეცნიერო გამოცდილების საშუალებით და მათზე დაყრდნობით. მინისტრმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი კუთვნილი ჯიღაურას სანერგე მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა.

შალვა ფიფიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში უკვე შექმნილახალ უწყებაზეც ისაუბრა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც კოოპერაციის პროცესის წახალისებისა და განვითარების მიზნით შეიქმნა,სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამასა და ხელშემწყობ ღონისძიებას განახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით გაააქტიურა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი; უახლოესი 3 თვის განმავლობაში დაგეგმილია შემოწმდეს სკოლების 500-მდე კვების ბლოკი (ბუფეტი), 80 სასაკლაო, 16 აგრარული ბაზარი, 20 საზოგადოებრივი კვების ობიექტი (საშაურმეები მათ შორის), რძის გადამამუშავებელი 40კომპანია, ხორცისა და ხორცპროდუქტების სარეალიზაციო 16ობიექტი.

პრესკონფერენციის დასასრულს, შალვა ფიფიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალ პროექტზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი“, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას, ვაზის წარმოშობის და ღვინის ისტორიის კვლევების წახალისებას და მიღებული შედეგების ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყენებას. ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნული კვლევების ჩატარების პროცესში ითანამშრომლებს როგორც საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებსა დაქართველ მკვლევარებთან, ასევე ცნობილ უცხოურ ინსტიტუტებთან დამეცნიერებთან, ვისაც აქვს მსოფლიო აღიარება შესაბამის სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42