საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქმედი და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები თემურ გიორგაძის გადადგომას მოითხოვენ. ამ მიზნით, მათ შიმშილობაც დაიწყეს.
აქციის მონაწილეები ხელმძღვანელს სამაშველო ბრიგადების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ.
დათხოვნილი თანამშრომლები ხელმძღვანელობას სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდებენ, მოქმედები კი ამბობენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა ხელმძღვანელის გადაყენებამდე შიმშილობას არ შეწყვეტენ.
აქციის მონაწილეების აზრით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რის გამოც ფაქტით მთავარი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
მოშიმშილეებთან ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საბურთალოზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თემურ გიორგაძე. გიორგაძე ამბობს, რომ საპროტესტო გამოსვლა პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული.
მასალის გამოყენების პირობები






