13 თებერვალს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია “ქალაქის დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“ გაიხსნა.
კონფერენციაზე გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოების, მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისა და კლიმატის დაცვის საკითხებს განიხილავენ.
კონფერენცია გახსნა გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა პიტერ პიჰლიმ. ღონისძიებას ესწრებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე.
პროექტი მიზნად ისახავს გერმანიისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის გამყარებას მუნიციპალური კლიმატის დაცვის სფეროში, ასევე გერმანიის მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარებას მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა დაგანხორციელებაში. სამოქმედო გეგმები მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ „მერების შეთანხმების“ ევროპულ ინიციატივაში, რომელშიც საქართველოს მუნიციპალიტეტებიც არიან ჩართული მონაწილეობს.
„გერმანელმა კოლეგებმა გამოცდილება გაგვიზიარეს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთობების გამყარებას და გადაწყვეტილებების მიღებას. კონფერენციაზე საუბარი შეეხო აჭარის სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოების დაფინანსების საკითხსაც. აჭარა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად 7 მილიონი ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული ურთიერთობების გააქტიურებას კლიმატის დაცვისათვის და კლიმატის ცვლილების საკითხებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ახალი კონტაქტების დამყარებას, ხვალ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






