ბიზნეს ორგანიზაციებს გენდერული თანასწორობისთვის გაერო დააჯილდოვებს
საზოგადოება - 12:46, 13 Feb, 2014     2090

გაეროს განვითარების პროგრამა იწვევს საქართველოში მოქმედ ქართულ და უცხოურ კომპანიებს კონკურსში გენდერული თანასწორობის ჯილდოს მისაღებად.

ჯილდო გაიცემა ოთხ კატეგორიაში:

1. უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის

2. ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე

3. ჯილდო საუკეთესო და ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის ორგანიზაციის შიგნით

4. ჯილდო - საუკეთესო მეწარმე ქალი

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 50-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც უკვე ორ წელზე მეტია მოქმედებენ ქართულ ბაზარზე და მათი წლიური ბრუნვა აღემატება 100 000 ლარს. თანამშრომელთა რაოდენობისა და წლიური ბრუნვის შეზღუდვა არ ეხება საუკეთესო მეწარმე ქალის ჯილდოს.

„ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თანაბარ სამუშაო პირობებს უქმნიან ორივე სქესის წარმომადგენლებს ყველა დონეზე,” - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროგრამის მენეჯერმა, ქეთი მახარაშვილმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი. სააპლიკაციო ფორმა და დეტალური ინფორმაციაკონკურსის პირობებისა და ჯილდოს კატეგორიების შესახებიხილეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებ გვერდზე: www.ge.undp.org.

გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში დასახელდებიან გენდერული თანასწორობის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 7 მარტს.

კონკურსიტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42