მცირე მეწარმეებს ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები ე.წ „ხვნის ბარათები“, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად საჭირო საბანკო ბარათები ე.წ. „აგრობარათები“ დაურიგდებათ.
ამასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული ბარათების გასაცემად მოსახლეობის რეგისტრაციას განახორციელებენ ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობების შესაბამისი სამსახურები.
„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №141 განკარგულებით ქალაქ თბილისის მერიას ეთხოვა უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის შემოერთებული სოფლების ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისათვის“. ამ პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს დაურიგდებათ ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის სასოფლო-სამეურნეო ბარათები ე.წ „ხვნის ბარათები“ და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად საჭირო საბანკო ბარათები, ე.წ. „აგრობარათები“. აღნიშნული ბარათების გასაცემად მოსახლეობის რეგისტრაციას განახორციელებენ ქალაქ თბილისის რაიონების გამგეობების შესაბამისი სამსახურები. დაინტერესებულ პირებს უბნების (მუნიციპალიტეტების) მიხედვით შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართებზე:
გლდანი
ავჭალა, გლდანის ხევის უბნის სამსახური - ლიბანის ქ №1;
გლდანის ლუწი მიკრორაიონები უბნის სამსახური - გლდანის მას., 4მ/რ, კორპ.№ 109;
გლდანის კენტი მიკრორაიონების უბნის სამსახური - გლდანის მას., 3 მ/რ, კორპ. №87
მუხიანის უბნის სამსახური - მუხიანის დას., 4 მ/რ, კორპ.№ 9
სამგორი
ვარკეთილის მეურნეობა, პატარა ლილო, ორხევი, აეროპორტის მუნიციპალიტეტი - ორხევი, მუხაძის ქ. №6
დიდი ლილო, წინუბანი, ნასაგური - ლილოს მუნიციპალიტეტი - ლილო, ფრანგულიანის ქ. №19
ჩუღურეთი
ზემო ჩუღურეთის უბნის სამსახური - ზაზიაშვილის ქუჩა №2
მთაწმინდა
წავკისი-შინდისი-ტაბახმელას უბნის სამსახური - თბილისი-კოჯრის გზატკეცილი №25
კიკეთი-კოჯრის უბნის სამსახური - კოჯორი, ტაბიძის ქუჩა №2
კრწანისი
კრწანისის რაიონის გამგეობა - გორგასლის №115
კალა-ორთაჭალის მუნიციპალიტეტი - ორთაჭალის ქუჩა №4
ფონიჭალის მუნიციპალიტეტი - რუსთავის გზატკეცილი 263
ვაკე
წყნეთის მუნიციპალიტეტი - წყნეთი, ამილახვრის ქ. №19
ნუცუბიძის მიკრო რაიონების მუნიციპალიტეტი - ნუცუბიძის მე–5 მ/რ, კორპ №1
საბურთალო
დიღომი-ვაშლიჯვრის მუნიციპალიტეტი - დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. №10,“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






