აჭარაში მაღალი ძაბვი ქვესადგური აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:12, 11 Feb, 2014     2800

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგო-პროს ბათუმის ფილიალში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

მალე აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება, რითაც სისტემის დივერსიფიკაცია მოხდება და საქართველოს ენერგო რესურსების საექსპორტო პოტეციალის გაზრდა. კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია“ ხელვაჩაურში 220/154 კვ ძაბვის, 350 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურს ააშენებს. ქვესადგურიდან გამომავალი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი სოფელ კირნათს საქართველო–თურქეთის საზღვართან გადაკვეთს და თურქეთის მხარეს გადავა, სადაც მურათლი ჰესის გამანაწილებელ მოწყობილობას დაუკავშირდება. შესაბამისად, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია 154 კვ მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ „ბათუმი–მურათლის“ ააშენებს.

„აჭარის მთავრობა ამ პროექტის განხორციელებაში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივების განსახლების საკითხი იქნება შესწავლილი და გათვალისწინებული. უკვე შექმნილია სამთავრობო ჯგუფი და დაწყებულია ადგილობრივი ოჯახების შესწავლა. გამოიყოფა კატეგორიები და მათი განსახლების პირობები. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ლარია და ეს სტრატეგიული ობიექტია რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. „- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ილია ელოშვილის თქმით, “ესაა კერძო კომპანია, რომელიც ქვესადგურს აშენებს აჭარაში. მისი მთავარი დანიშნულება იქნება წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი. მშენებლობა უახლოეს კვირეებში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება. აღნიშნული ხაზი ხელს შეუწყობს საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტის და იმპორტის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ენერგოუსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანაში."

ბათუმი–მურათლის ხაზის მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული და თურქული ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42