112-ის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებას შს მინისტრი დაესწრო
საზოგადოება - 16:05, 11 Feb, 2014     1857

შსს-ს სსიპ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. იგივე მომსახურებით ევროპის ქვეყნები 1991 წლიდან სარგებლობენ. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 11 თებერვალი 112-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის იუბილე საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიებას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვია და 112-ის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეს დღე მიულოცა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 112-ის ეფექტურ მუშაობაში წვლილის შეტანისთვის 5 თანამშრომელს მადლობის სიგელ გადასცა. 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა შს მინისტრს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცენტრში განხორცილებული ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ღონისძიებას ასევე სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის 112-ის მომხმარებლები დაესწრნენ. საჩუქრები 112-თან დაკავშირებული ისტორიების და ფოტოკონკურსში გამარჯვებულმა მოქალაქეებმაც მიიღეს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო ფოტოები ცენტრში გამოიფინება.

ღონისძიებაზე მომხმარებლებს ოპერატორების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდენენ, რა სირთულეებს აწყდებიან ოპერატორები და რაოდენ სტრესულია მათი საქმიანობა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მოქალაქეების ზარებს პასუხობს. 112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც კი, თუ ტელეფონი ორმხრივად არი გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი. საქართველოს 112-ის ოპერატორებმა 2013 წლის განმავლობაში 8 401 512 ზარს უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42