ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელებენ საკრებულოს მიერ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებებზე. ასევე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მოისმენენ მოსაზრებებს.
გაბუნიას განმარტებით, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" თბილისის მერიას გუშინ გადაუგზავნა ფრაქციის მიერ მომზადებული წინადადებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 7 პუნქტისაგან. ეს წინადადებები შეეხება: ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობისა და კვების ხარჯებს, ასევე ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსებას, უსახლკაროთათვის სოციალური ბინების მშენებლობისათვის სახსრების გამოყოფას, კომუნალური დავალიანების მქონე ადამიანებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, 2012 წლის წყალდიდობით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხების გამოყოფას, ბიზნესის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის 20 მილიონ ლარამდე გაზრდას და 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიისთვის დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხების გამოყოფას.
საფინანსო-საბიუჯეტ კომისიის სხდომა დღეს 5 საათზე გაიმართება. სწორედ ამ კომისიამ უნდა შეიმუშაოს საბოლოო დასკვნა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. სხდომას დაესწრებიან მერიის, მთავრობის და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






