საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით 2014 წელს ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18 %-ით გაიზრდება. 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 5 365 356 შეადგინა.
„ჩვენ 2014 წელს საქართველოში ვიზიტორების და ტურისტების 18 %-იან ზრდას ვვარაუდობთ“ - აღნიშნა „ნიუპოსთან“ საუბარშო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ვიზიტები 2013 წელს წინა წელთან შედარებით 21.16%–ით გაიზარდა . საქართველოში შემოსული პირები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს რჩებიან, „ტურისტებად“ კლასიფიცირდებიან. 2013 წელს დარეგისტრირებული 5. 36 მილიონი ვიზიტიდან, 2 მილიონზე ოდნავ მეტი „ტურისტული“ იყო. 2013 წელს განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებზე მოდის. ამ მხრივ წამყვანი პოზიცია უკავიათ თურქეთის მოქალაქეებს 1.59 მილიონი შემოსვლით, შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები 1.28 მილიონი შემოსვლით, აზერბაიჯანის მოქალაქეები – 1.07 მილიონი და ; რუსეთის მოქალაქეები – 765 458.
მასალის გამოყენების პირობები






