მოსახლეობის საყოველთაო აღწერას საქართველოში ბოლოს ადგილი 2002 წელს ქონდა. საქსტსტში აცხადებენ, რომ წელს ის გაეროს მიერ რეკომენდირებულ ვადაში ტარდება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს მოსახლეობის აღწერის ჩატარებას 10-12 წელიწადში ერთხელ ურჩევს.
საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის რეგიონებსა და დედაქალაქში. დღეს ეს პროცესი ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთში იწყება, ოჯახების სიების შედგენა 20 თებერვლიდან გაგრძელდება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, მარტში - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ხოლო აპრილში პირველი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება. საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები






