„თუკი რომელიმე პროდუქტის თესლი, ნერგი, ჩითილი, ან ბოლქვი შეიცავს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მისი საქართველოში მოყვანა იქნება აკრძალული. გენმოდიფიცირებული პროდუქტის დათესვა იქნება ნებადართული მხოლოდ დახურულ სივრცეში, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის“-აღნიშნა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა „ნიუპოსთან“ საუბარში.
გიგლა აგულაშვილს არ აქვს სტატისტიკური მონაცემები ქართულ ბაზრაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოცულობსი შესახებ, რადგან ამას ლაბორატორული შემოწმებების ჩატარება სჭირდება.
პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვბევაში კი სახელმწიფო გენმოდიფიცირებული პროდუქციის გაკინტროლებას შეძლებს.
რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ იმპორტირებულ პროდუქტს, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, შემომტანი ვალდებული იქნება ამის შესახებ ეტიკეტზე მიუთითოს.
მასალის გამოყენების პირობები






