ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სექტემბერში გადაიხურება
საზოგადოება - 16:03, 10 Feb, 2014     1556

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, შესაძლოა, სექტემბერში გადაიხუროს

ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

საპატრიარქოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხზე ფონდი "ივერიისა" პატრიარქს წლიურ ანგარიშს აცნობს. შეხვედრას ფონდის სათათბიროს წევრები და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ბიზნესმენები ესწრებიან. საპატრიარქოში გურამ დოჩანაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლია სტურუა, ლაშა თაბუკაშვილი და სხვა პირები იმყოფებიან.

შეხვედრის მონაწილეები, კინოპროექტორის მეშვეობით, ტაძრის მშენებლობის და საპროექტო ფოტოებს გაეცნენ. პაატა ბურჭულაძის თქმით, ამ მომენტისათვის, ტაძრის 45%-ია აშენებული, კერძოდ, 18 მეტრის სიმაღლეზე აყვანილია ეკლესია. მისი მშენებლობისათვის ფონდში ყოველთვიურად 250 ათასი ლარი შემოწირულობა შედის, ანუ 250 ათასი ადამიანი ყოველთვიურად 1 ლარს რიცხავს, რათა მშენებლობა დასრულდეს.

ბურჭულაძის თქმით, ერთ მილიონზე მეტი ადამიანია, ცოცხლები და გარდაცვლილები, რომელთა სახელზეც ასევე შენდება ტაძარი. ბურჭულაძემ დასძინა, რომ თუ ტაძრის მშენებლობა ამ ტემპით გაგრძელდება, სექტემბერში ტაძარი უკვე გადახურული იქნება. ივერიის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყება 2011 წელს ეკურთხა. 2012 წელს გაიჭრა საძირკველი და ნულოვან დონემდე აშენდა ტაძარი, 2013 წლის ივნისიდან კი ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო, ეკლესიის კედლების ამოყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42