„ბიძინა ივანიშვილის მიერ საპატრიარქოს მისამართით გამოთქმულ განცხადებების შემდეგ პატრიარქის რეაქცია ძალიან მწვავე იყო“ - ამის შესახებ „ასალავ-დასავალს“ „წმინდა გიორგის სადროშოს“ ლიდერი დიაკონი მამა ელიზბარი უყვება.
მისი თქმით, პატრიარქისთვის ივანიშვილი სიტყვების მოსმენა ძნელი იქნებოდა და ამ ყველაფერს ის გულთან მიიტანდა.
„რაც პატრიარქმა წლობით ააშენა, ესენი ერთი ხელის მოსმით მარხავენ. რაც საპატრიარქოში ხდება არ ვმალავ და ამის შესახებ პრესით ვლაპარაკობ. შე კაი კაცო, რომ გაიძახი თუ მოსაკითხია, პატრიარქსაც უნდა მოვთხოვოთო, შენ ვინ მოგცა მაგის უფლება?.. თავად ვერ იღებ კრიტიკას, ვინც სიმართლეს გეუბნევა და შენ პატრიარქი როგორ უნდა აკრიტიკო? მე ძალიან დიდი სამადლობელი სიტყვები მაქვს შემონახული ბატონი ბიძინასთვის, მაგრამ იცით როსო შიში გამიჩნდა გულში? ... მეშინია ერთ მშვენიერ დღეს 200 ათასი და 300 ათასი კაცი რუსთაველზე კი არ შეიკრიბოს, არამედ სოლოლაკში მიადგეს და პასუხი მოსთხოვოს იმ ვალდებულებების შესრულების გამო, რაც მან ქართველი ერის წინაშე აიღო. ვშიშობ, ჩემი ვარაუდი არ გამართლდეს... “ - ამბობს მამა ელიზბარი.
დიაკონი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად „მოქალაქის“ აღმასრულებელ დირექტორს გიორგი საბანაძეს ლგბტ-ელობაში ადანაშაულებენ.
„იცით რა ხდება? ორ მღვდელს რომ დაადეს ხელბორკილები და ამით მთელ ერს ყური აუწიეს, ეს ჭკუიტ იყავითო, აი ეს ხდება!... რა ჯიღაც დაგვადგა „მოქალაქეთა კავშირმა“, ბატონი ბიძინას „მოქალაქეც“ იმავე ჯიღას დაგვადგამს!“ - ამბობს მამა ელიზბარი.
მასალის გამოყენების პირობები






