თიბისი ბანკს ,,გუდვილის,, რებილიტაციის მმართველად საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია
საზოგადოება - 14:02, 10 Feb, 2014     2085

შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც კომპანია “გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამ პოზიციაზე განიხილებოდა კანდიდატი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასახელდა ”გუდვილის” კრედიტორების ძირითადი ნაწილის მიერ.

აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკს რეაბილიტაციის მმართველის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი არ წამოუყენებია. იგი დაეთანხმა დანარჩენი კრედიტორების მიერ დასახელებულ კანდიდატს, ზურაბ ვანიშვილს.

შაბათს გამართულ სხდომაზე ვანიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ”გუდვილის” მსხვილმა კრედიტორებმა - კოკა-კოლამ, პეპსიმ, კომპანიამ “ბაგრატიონი” და სხვა.

თუმცა სასამართლომ ზურაბ ვანიშვილის კანდიდატურა კენჭისყრიდან მოხსნა, ვინაიდან ვანიშვილი ადრე წარმოადგენდა ერთ-ერთ კრედიტორს (კომპანია "იბერია რეფრეშმენტს"), რამაც, სასამართლოს აზრით, შესაძლოა ხელი შეუშალოს მას მიუკერძოებელი და ნეიტრალური რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების შესრულებაში.

რაც შეეხება მეორე წარმოდგენილ კანდიდატურას, კომპანია PKF-ს, მას მხარი არ დაუჭირეს კრედიტორებმა, ვინაიდან ეს კანდიდატურა რეალურად წარდგენილ იქნა თავად კომპანია “გუდვილის” მიერ და მისი უფლებამოსილებები იმგვარად იყო განსაზღვრული, რომ შენარჩუნებულიყო “გუდვილის” დამფუძნებლის, გიორგი შევარდნაძის სრული გავლენა კომპანიის მიმდინარე საქმიანობაზე, რაც ეწინააღმდეგება კრედიტორების კანონიერ ინტერესებს.

შესაბამისად, შაბათის სხდომაზე ვერ მოხდა რეაბილიტაციის მმართველის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. შემდეგი სხდომა სამშაბათს გაიმართება, სადაც სასამართლო რეაბილიტაციის მმართველის ახალ კანდიდატურებს განიხილავს.

თიბისი ბანკი მხარს დაუჭერს ისეთ კანდიდატურას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობაზე სათანადო კონტროლის განხორცილებას და გამორიცხავს “გუდვილის” დამფუძნებლის თვითნებობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42