სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის ოთხი რაიონის რამოდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება .
"თელასის" ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოს, ვაკის, დიდუბისა და გლდანის რაიონების რამდენიმე ქუჩას შეეხება.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების, ქავთარაძის, მ. ჩახავას და გ. გაბაშველის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კ. კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, ს. კედიას, ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ლიბანის და გურამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






