გვარამია რამიშვილს: დრამატულად განსხვავდები პრემიერყოფილი ივანიშვილისგან
საზოგადოება - 02:37, 09 Feb, 2014     3932

,,შალვა რამიშვილის მიმართვის პასუხად

ძვირფასო შალვა,

თავდაპირველად, დიდი მადლობა რუსთავი 2ელების მიმართ წარმოთქმული კომპლიმენტებისთვის. ამ მხრივ (და არა მარტო ამ მხრივ) დრამატულად განსხვავდები პრემიერყოფილი ივანიშვილისგან. რითიც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ეს - გულწრფელი სიმპატიით, თუ სიტუაციისთვის ანგარიშის გაწევით, მაინც მადლობას იმსახურებ.

ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს რაც შეეხება, შენ არა ხარ ჩემი ფრენდი და ვერ ადევნებ თვალყურს ჩემს ვოლს, ამიტომ სრული სურათი ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებებისა არა გაქვს. ვადასტურებ, ეს მთავრობა (ჯამში) არ წარმოადგენს ჩემი პოლიტიკური სიმპატიების ობიექტს. და არა მგონია, ეს ძალიან უნიკალურს მხდიდეს. თუმცა ცალკეული პერსონები და ცალკეული ქმედებები არაერთხელ მომიწონებია და იმედი მაქვს, მომავალშიც მომეცემა ამის შესაძლებლობა. რაც შეეხება, ზოგადად ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს და შეფასებებს, მათ გამოხატვას არ ვერიდები. ან რატომ უნდა მოვერიდო? არც დამალვას ვცდილობ და ქვეშიდან ნიუსის კონტენტში მათ შეცურებას. ჩემი პოლიტიკური პრეფერენციები განაპირობებს მხოლოდ ჩემს მიერ ბიულეტენში კონკრეტული ნომრის შემოხაზვას. და არა უმეტეს.

როდესაც მთავაზობ ტელეკომპანიის ინტერესების დაცვისას არ დავემსგავსო ნუგზარ წიკლაურს (დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეფასებები მისი პერსონის მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება) - გპირდები, ყველაფერს დავემსგავსები, თუ საჭირო გახდა, და იმაზე ბევრად მეტსაც, რაც შენ ნუგზარ წიკლაურის ქვეშ წარმოგიდგენია. თუ საჭირო გახდა - რაც მხოლოდ თქვენზე, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რის ცდუნებასაც გმირულად უძლებთ, მაგრამ ბოლო ახირებული განცხადებები, ვეჭვობ, სერიოზულ სირთულეებს გიქმნით ამ მიმართულებით.

რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს ტელევიზიის რესპოდენტებთან მიმართებით. მე რუსთავი 2ის რიგითი მაყურებელი ვარ და ესაა ჩემი ინფორმაციის მთავარი წყარო. ამ ტელევიზიის რესპოდენტები მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრია, და თუ ისინი და მათი ქმედებები ვერ შევაფასე, ესე იგი ვერაფერზე გამომითქვამს ჩემი აზრი. ამას კი ნამდვილად არ ვაპირებ - მე, საქართველოს თავისუფალი მოქალაქე (პროკურატურის აქამდე ძალაში მყოფი მცდელობის მიუხედავად, აღარ ვიყო თავისუფალი) ნამდვილად არ ვაპირებ უარი ვთქვა ჩემი შეფასების თავისუფლებაზე. ეს მე არაფრით მაქვს შეზღუდული, ჟურნალისტის პროფესიის ჩათვლით, რომელსაც, მაინც შეგახსენებ, არ მივეკუთვნები. ამას გარდა, ნამდვილად არ მახსოვს ოდესმე შენგან ან ვინმე სხვისგან რაიმე პრეტენზია მომესმინოს ჩემი კოლეგების, ტელევიზიების დირექტორ-მესაკუთრეების ღია პოლიტიკურ სფიჩებზე და მიტინგებზე გამოსვლებზეც კი. მათგან კი ისეთი წონადი და რადიკალური მოთხოვნებიც მოგვისმენია, როგორიცაა რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, შევცვალოთ ხელისუფლება.

რაც შეეხება ჩემს წარსულს, შემახსენე, შალვა, თუ ეს შვებას მოგგვრის შენ ან ხელისუფებას. თუმცა, არა მგონია. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემი წარსულის ყოველი ნაბიჯისთვის, ყოველი შეცდომისთვისაც და თან ვიამაყო იმით, რომ მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით მივაღწიე ყველაფერს ცხოვრებაში. რაც არ უნდა ამოთხარონ ჩემს წარსულში, ამით ვერ წამართმევენ უფლებას, შევაფასო მიმდინარე პროცესები. ამას გარდა, "შე ჩემზე უფრო შავოს" ლოგიკას არც ერთი ხელისუფლება არ გადაურჩენია, არც ერთი, ნაცმოძრაობის ჩათვლით.

ჩემს თანამშრომლებთან, უფრო კი, თანაგუნდელებთან ჩემს ურთიერთობას რაც შეეხება, არ ჭირდებათ მათ ჩემგან დაცვა, პატივცემულო შალვა. და თუ მაინც მათი დაცვა შენი ზრუნვის საგნად გაგიხდია, ერთ კაცს მიგასწავლიდი. სხვათა შორის, ეს ის კაცია, დავით ზურაბიშვილი ტელეეთერიდან და შენ ღია წერილიდან რომ მმოძღვრავთ, მისი სიტყვა სერიოზულად რატომ აღიქვი და ასეთი გადაჭარბებული რეაქცია რატომ გქონდაო. სამწუხაროდ, ვეჭვობ, რომ სწორედ ის არის სერიოზულად აღსაქმელი და არა შენი და ბატონი ზურაბიშვილის შეგონებები. ვეჭვობ, შენი ღია წერილები თუ საუბრები მას საერთოდ აინტერესებდეს. იმასაც ვეჭვობ, საერთოდ ვეღარ ხვდებით მისი თვალთახედვის და ყურთასმენის არეში ვერც შენ და ვერც ბატონი ზურაბიშვილი, უფრო მაღლა რომ აღარ ავყვე ხელისუფლების ვერტიკალს.

ვაფასებ შენს ნაბიჯს, აღარ ვქექოთ წარსულიო და არც მე არ შეგახსენებ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე მრავლად დააგროვა შენმა ხელისუფლებამ (როგორც შენ იხსენიებ მას) 9 წელში კი არა, აგერ წელიწად ნახევარში. ამ თემებზე სხვებს ეკამათე, თანამდებობა გავალდებულებს, ბოლობოლო. მე არ ვარ პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმული და ეს საკითხები მაღელვებს მხოლოდ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. და ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ. და ყოველთვის ვეცდები იმის შეცვლას, რაც არ მომწონს. შევეცდები, პირველ რიგში, ჩემი კრიტიკული პოზიციის გამოხატვით. და თუ ვინმეს ამ დროს ჩემი სიხისტით (რასაც შენ მოვე ტონად მოიხსენიებ. შენგან ისე მოვე ტონის ხსენება ცოტა სახალისო კია :)) ვაწყენინებ, წინასწარ ვუხდი ბოდიშს.

ცდება ყველა, ვინც ცდილობს საფრთხის პოვნას იქ, საიდანაც ის არ მომდინარეობს. არც რუსთავი 2, არც სხვა რომელიმე მედია არ უქმნის საფრთხეებს მთავრობებს. ყველა პრობლემას მთავრობები თვითონ უქმნიან საკუთარ თავს. ერთერთი მნიშვნელოვანი ამ პრობლემებში, მედიაში მტრის ძიება ან მოკავშირის ძალით კულტივირებაა. და ეს პრობლემა სულაც არაა თეორიული. მისი პრაქტიკული მაგალითები წინა ხელისუფლებამ გაიარა, აგერ სულ მცირე ხნის წინ და ამან კარგი არაფერი მოუტანა არც მას და არც მედიას.

და ბოლოს, ნუ ცდილობ ჩემი პოზიციის პოვნას იქ სადაც ვერ იპოვნი - რუსთავი 2ის ეთერში. ყველაზე რეიტინგული პროდუქტი, რასაც რუსთავი 2ზე უყურებ, რუსთავი 2ის გუნდის შექმნილია, ვიღაცისთვის უნიჭო და ჩემი აზრით კი - ყველაზე საუკეთესო გუნდის.

ასე რომ, ვერანაირ ტომაჰავკს ვერ ჩავფლავთ მიწაში. ის მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია და რეალურად არ არსებობს.

მე კი არჩევნებზე გავაკეთებ ჩემს პირად შეფასებას და საარჩევნო ურნაში დავმარხავ ჩემს პოლიტიკურ პრეფერენციებს.

პატივისცემით, უნიჭო ტელევიზიის უნიჭო დირექტორი”, - წერს ნიკა გვარამია შალვა რამიშვილის წერილის პასუხად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42