შალვა რამიშვილის წერილი ნიკა გვარამიას: ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით"
საზოგადოება - 02:35, 09 Feb, 2014     5411

,,ძალიან რთულია იყო საქართველოს პრეზდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი და ამავე დროს მიიღო მონაწილეობა ფეისბუკის კედლებზე გამართულ ბატალიებში. ნათლად მაქვს წარმოდგენილი, რომ ჩემი დღევანდელი სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ჩემი გამონათქვამი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც პრეზიდენტის პოზიცია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა შეიძლება დავარწმუნო საზოგადოება, რომ მხოლოდ როგორც ყოფილი ჟურნალისტი ვსაუბრობ. მინდა ეს შემთხვევა ასეთთა რიგში განიხილოთ.

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის რეპლიკამ რუსთავის 2 ის შესახებ. დაობენ ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება. თავად ტელეკომპანიამ გადაცემაც მიუძღვნა აღნიშნულ თემას, რომელშიც რ2 ის დირექტორი ნიკა გვარამია მონაწილეობდა. ნიკამ დაიცვა თავისი თანამშრომლების ინტერესები. მისი სიტყვა გაჟღენთილი იყო მედიის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის დაცვის პათოსით. ეს ბუნებრივიცაა - ის არის დღეს "რ2" ხელმძღვანელი და მას მისდევენ თანამშრომლები, გარკვეულწილად მასთანაა ასოცირებული ტელეკომპანიის დღევანდელი სახეც. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა თავის ფეისბუკის კედელზე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე არ მალავს მისსავე პოლიტიკურ პრეფერენციებს, მე მიმაჩნია რომ თანამშრომლობა "რუსთავი 2" თან ნორმალურად გამომდის. იქ მუშაობენ საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალები, რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ წასული ხელისუფლების მიერ გაჩაღებული მედია ომები დავიწყებას მიეცეს. რ2 ელებს უნდათ აკეთონ თავიანთი საქმე, მათ სურთ მოიშორონ "მიშას ტელევიზიის" ის იარლიყი, რომელიც ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის თვალში აქვთ. მე ამას ვგრძნობ და ვგულშემატკივრობ კიდეც მათ. ამიტომ სულ არ მინდა რომ ვინემ ეს ტექსტი რ2 ელების ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად აღიქვას. ასეთი რამ ახალი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება.

მაგრამ, ვიტოვებ უფლებას მივმართო ნიკა გვარამიას, როგორც რ2 ის დირექტორს. რაკი მისი საჯარო განცხადებები შეიცავს პოლიტიკურ კონტექსტს, რაკი ის არ მალავს, რომ არ მოსწონს ეს ხელისუფლება და ხშირად დამცინავი ტონითაც მოიხსენიებს მის წარმომადგენლებს (რისი უფლებაც მას რა თქმა უნდა აქვს) მე მგონი არ გაუკვირდება, რომ ასეთ რამეს ვეტყვი:

ძვირფასო ნიკა! მე შემიძლია გავიხსენო შენი გენ პროკურორის მოადგილეობის დრო, როდესაც მიგყავდა საქმე ბადრის "სახელმწიფო ღალატის" თაობაზედ. ამ "საქმეში" "იმედის" ჟურნალისტებიც ფიგურირებდნენ. მაგრამ არ მინდა ვიყურო წარსულში. მომავალი უფრო მხიბლავს, რადგან მგონია, რომ თუ წარსულის ხსნებას თან გადავყვებით დავკარგავთ ახლის შექმნის ხალისს და დაბოღმილ ნეკროფილებად ჩამოვყალიბდებით. შენ რომ წარმოადგენდი იმ პოლიტიკურ ძალას ორჯერ მოვუგეთ არჩევნები (მეც შევიტანე ამაში მცირედი წვლილი) და ამით დავასრულეთ ლანდებთან ლაციცი. ახლა სხვა ვარსკვლავს უნდა ვსდიოთ. მეც მინდა ჩავფლა მიწაში ის ტომაჰაუკი, რომელიც ხელში მეჭირა "აკრ გარეშეს" კეთებისას რ2-ის შენობას რომ მივადექი. რაც იყო - იყო. გადავშალოთ ეს ფურცელი. ამიტომ ამ ტექსტში ვერ ნახავ შენი წარსულის წამოძახებებს. მაგრამ რჩევაა: დაიჯერე, რომ ყველაზე მაღალ რეიტინგიანი ტელევიზიის ხელმძღვანელი ხარ. მიხვდი იმას, რომ ბევრი შენივე ჟურნალისტი გიყურებს (ზოგიერთს შენზე არანაკლები გამოცდილება აქვს პოლიტიკური ბრძოლისა) და მათ მშვიდად მუშაობა სურთ. ნუ იქცევი წაგებული "ნაცივით" (არ მიყვარს ეს ტერმინი) და ნუ იძლევი მოვე ტონურ ირონიულ შეფასებებს შენივე ტელევიზიის რესპოდენტებზე, ხოლო როდესაც საკუთარი ტელეკომპანიის ინტერესებს იცავ ნუგზარ წიკლაურს ნუ ემსგავსები.

არ იფიქრო, რომ გამოხატვის თავისუფლებას გიზღუდავ, ან შენი "პოლიტიკური სატირა" მაშინებს. არა... ნება შენია. მაგრამ იმას, რაც მე და შენს თანამშრომლებს აგრერიგად გვინდა შენი დამოკიდებულება ოდნავ ხელს უშლის.. ოღონდ მხოლოდ ოდნავ

ისე, არც მე შევაბერდები ჩინოვნიკის სკამს და არც შენ იქნები ტელევიზიის დირექტორი მთელი ცხოვრება. მაგრამ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები დავრჩებით მუდამ“, - წერს შალვა რამიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე ნიკა გვარამიასადმი მიწერილ წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42