„მეღვინეობა ხარებამ“ წარმოების მართვაში თანამედროვე პროგრამა დანერგა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:57, 08 Feb, 2014     2165

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „მეღვინეობა ხარებამ“ და კომპანია Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლობამ სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“ გამართეს კონფერენცია თემაზე -„Microsoft Dymanics NAVISION“, რაც წარმოადგენს კომპანიის რესურსების მართვის თანამედროვე სისტემას, ეგრეთ წოდებულ ERP - ს (Enterprise Resource Planning).

კონფერენცია მიეძღვნა მეღვინეობის ინდუსტრიაში ბიზნესის მართვის თანამედროვე, სისტემური პროგრამების დანერგვასა და მის მნიშვნელობას. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეისათვის „მეღვინეობა ხარება“ კავკასიაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის ერთადერთია, რომელმაც აღნიშნული სისტემური პროგრამა დანერგა.

როგორც ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „მეღვინეობა ხარება“ მრავალფუნქციური ორგანიზაციაა. ასეთი ტიპის ორგანიზაციისთვის რესურსების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა (ERP) მნიშვნელოვანია. პროგრამის არსებობის პირობებში, წარმოება ზოგავს ხარჯებს და ამავე დროს, მაღალი ხარისხის მენეჯმენტი გაჩნია. ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს წარმოება, თუ მენეჯმენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დარგის განვითრებას უწყობს ხელს, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია.

ERP სისტემა ბიზნესის მართვის კომპლექსური პროგრამაა, რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და საშუალებას იძლევა, რომ კომპანიის მართვა განხორციელდეს საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის და სტანდარტების გამოყენებით.

ERP მულტიფუნქციური პროგრამაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საოპერაციო მოდულს და ქმნის შესაძლებლობას აღირიცხოს და იმართოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალური მიმართულებები, როგორიცაა: ფინანსური მენეჯმენტი, პროდუქციის წარმოება, გაყიდვები, შესყიდვები, ძირითადი საშუალებების მენეჯმენტი, კადრების მართვა და სხვა. პროგრამაში ჩართულია კომპანიის ყველა რგოლი.

აღნიშნული პროგრამა უნიკალური საშუალებაა, კომპანიაში არსებული ყველა ინფორმაციამ ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოიყაროს თავი და საშუალებას აძლევს ინფორმაციის მომხმარებლებს (დამფუძნებლებს, მენეჯმენტს, კრედიტორებს, ინვესტორებს, აუდიტორებს და მაკონტროლებელ ორგანოებს) ოპტიმალურ დროში მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რაც ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42