როგორ არღვევენ ბანკები საქართველოში ადამიანის უფლებებს
საზოგადოება - 14:53, 08 Feb, 2014     7066

ბანკების მხრიდან მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ ,,ახალგაზრდა ადვოკატები“.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს გააჩნია ვალდებულება, კლიენტის თანხმობის გარეშე, არ გასცეს მის შესახებ კონკრეტულ ბანკში არსებული ინფორმაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი კლიენტის თანხმობის გარეშე სხვადასხვა სუბიექტს გადასცემს კლიენტის შესახებ მასთან არსებულ ინფორმაციას, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგენს საბანკო საიდუმლოებას, ხოლო მეორეს მხრივ პერსონალურ ინფორმაციას. ამის შესახებ 2014 წლის 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის თანადაფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით აქტიურად მომართავენ მოქალაქეები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია საქართველოში მოქმედი ბანკების მხრიდან. კერძოდ:

• ბანკები კლიენტის თანხმობის გარეშე მუდმივად აწოდებენ კლინეტების შესახებ მათთან არსებულ ინფორმაციას სს „კრედიტინფო საქართველოს“;

• დავალიანების ამოღების მიზნით, ბანკები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა იურიდიულ პირებს და კლიენტის თანხმობის გარეშე აწვდიან მათ კლიენტის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას;

• ბანკები არ ახორციელებენ ხანდაზმული მოთხოვნის ჩამოწერას.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას არ აქვს უფლება ვინმე დაუშვას ან/და ვინმეს გადასცეს ბანკის კლიენტის შესახებ მასთან არსებული ინფორმაცია. ამასთან „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოში მოქმედ კერძო ბანკებს და მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ერთ–ერთი ფუნდამეტური უფლება – პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა. ამასთან, მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღებით გაეცნონ ბანკებთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებს. ორგანიზაცია მიმართავს „საქართველოს ბანკების ასოციაციას“ და მოითხოვს, ეფექტური გახადოს მოქალაქეებსა და ბანკებს შორის არსებული უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება.

სწორედ საქართველოში მოქმედი ბანკების დაუდევრობისა და „დაკანონებული“ პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ფაქტების შედეგად გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მოვალეთა რეესტრში, 2014 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით, 110470 მოქალაქე ირიცხება. იქედან გამომდინარე, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაცული არ არის, გამოცალკევებით კრედიტორების – კომერციული ბანკების სასარგებლოდ განხორციელებულ წარმოებათა შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები, ორგანიზაცია ეთანხმება ექსპერტულ წრეებში გამოთქმულ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული 110470 მოქალაქიდან, სწორედ უმრავლესობა ბანკებთან ურთიერთობის დროს დაზარალებული მომხმარებელია.

ორგანიზაციის მოქალაქეთა ადვოკატირების ჯგუფის 2014 წლის მონაცემით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ბანკებთან სამართლებრივი დავა გააჩნიათ. ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს, რომ ყველაზე ხშირად, მოქალაქეები „ლიბერთი ბანკს“, „ვითიბი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ უჩივიან. ორგანიზაციას აღნიშნული ბანკების მიმართ კონკრეტული საქმეები გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, უახლოეს პერიოდში, საკითხზე: „ბანკების მიერ საბანკო და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის ხარისხი საქართველოში“ მონიტორინგის განხორციელებას გეგმავს. შემუშავებული რეკომენდაციები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. გამორიცხული არ არის, მომზადდეს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცულობას უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42