გასულ კვირას, თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის ცხედარი იპოვეს. მომხდარის გამო ძალოვანმა უწყებამ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს, რის გამოც, ალბათ სამართალდამცავებს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ან საქმის დახურვა მოუწევთ.
ჟურნალი ,,გზა“ გარდაცვლილი მარიამ ჩავლეიშვილის წერს.
ვერსია, რომ გოგონა მოკლეს ან თავი მოიკლა, არ დასტურდება. სავარაუდოდ, მარიამი ქუჩაში წაიქცა, გონება დაკარგა და გაიყინა.
ჟურნალ ,,გზის“ კორესპონდენტი მარიამ ჩავლეიშვილის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსკოვის პროსპექტზე მდებარი კერძო სკოლა ,,დავითიანს“ ესტუმრა, სადაც გოგონა სწავლობდა.
,,ცოტა აგრესიულად დაგვხვდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები“, - წერს ,,გზის“ კორესპონდენტი, რომელმაც კოლის დირექტორი ნანა ზურაბიშვილი მაინც დაითანხმა ინტერვიუზე და გოგონას შესახებ მცირედი რამ ჟურნალისტს უამბო, თუმცა უმაყოფილებაც გამოხატა იმის გამო, რომ ჟურნალისტები ხშირად აკითხავენ მათ:
,,დავიღალეთ ამდენი ჟურნალისტით, ჩვენ რა უნდა გითხრათ? რა გინდათ ჩვენგან, ეს არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე და თან ჩვენი სკოლის მოსწავლეები არც ყოფილან მარიამთან ერთად“, - აცხადებს სკოლის დირექტორი, რომელიც მარიამს დადებითად ახაიათებს:
,,გაწონსაწორებული ბავშვი იყო, საშუალო დონეზე სწავლობდა, ძალიან კომუნიკაბელური გახლდათ. ყველას გვიყვარდა“.
ნანა ზურაბიშვილი ამბობს, რომ მარიამი მათ სკოლაში 94-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა და ,,დავითიანში“ უკეთესი განათლების მისაღებად გადავიდა.
სკოლის დირექტორის მონათხრობით, ბავშვები პირველ თოვლში საგუნდაოთ გასულან, იქ იყო ,,დავითიანის“ ორი მოსწავლეც, რომლებიც, ზურაბიშვილის თქმით, მალევე წავიდნენ და მარიამი თავის მეგობრებთან ერთად დარჩა.
,,მათ ჩვენ არ ვიცნობთ... თოვლში იგუნდავეს ბავშვებმა და მერე პატარა სუფრა გაშალეს. ეს შემთხვევა ჩვენი სკოლიდან მოშორებით, გადახურულ ფარდულში მოხდა... მერე რა მოხდა არ ვიცით“, - ამბობს ნანა ზურაბიშვილი და ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა მარიამს ფეხი დაუცურდა და თავი რაღაცას დაარტყა.
ნანა ზურაბიშვილი ჟურნალისტთან საუბარში ჰყვება, რომ გარდაცვლილი გოგონა სწორედ მისი სკოლის მოსწავლეებმა იპოვეს:
,,მარიამი ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა იპოვეს... თითქოს იწვა და ეძინა... შეიძლება ალკოჰოლმაც იმოქმედა, იმასაც ამბობენ, რომ გული აწუხებდა. ორმა გოგონამ იპოვა ცხედარი, ისინი შოკირებული არიან, ისტერიკაში ჩაცვივდნენ“, - ჰყვება ნანა ზურაბიშვილი.
ჟურნალ ,,გზის“ კორესპონდენტი იმ სკოლაშიც მივიდა, სადაც მარიამი თავდაპირველად სწავლობდა. სკოლის დირექტორმა მარინა ჩაგანავამ გოგონა დადებითად დაახასიათა და ერთ-ერთ პედაგოგოს ლელა შველიძეს შეახვედრა.
როგორც ჟურნალისტი წერს, პედაგოგთან მარიამის შესახებ საუბრისას, კაბინეტში ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა, რომელმაც ლელა შველიძე გარეთ გაიხმო. ჟურნალისტის თქმით, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სკოლის დირექტორმა გადაწყვეტილება მიიღო, საუბარი აღარ გაგრძელებულიყო, მანდატურის გამოჩენის შემდეგ, ,,გზის“ ჟურნალისტი იძულებული გახდა შენობა დაეტოვებინა.
,,არ ვიცი, რისი შეეშინდა დირექტორ მარინა ჩაგანავას. იმის ხომ არა, რომ იმ საბედისწერო წუთებამდე მარიამთან ერთად მისი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ და ამაზე კითხვას დავსვამდი?“, - წერს ,,გზის“ ჟურნალისტი თეა ხურცილავა.
მასალის გამოყენების პირობები






